Sunday, August 31, 2014

პროექტის სასწავლო მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ
განსაზღვრონ ლიპიდების  როლი ცოცხალი ორგანიზმებისთვის .წიგნის და  ინტერნეტის საუალებით  მოიძიონ ინფორმაცია.                                                                                                   მიმართავენ ექსპერიმენტს,გაანალიზებენ და განსაზღვრავენ თუ როგორ იცავენ ორგანიზმები თავს სიცივისგან.                                                                                                           დაადგინონ ჯანსაღი კვების პირობებში რა რაოდენობის ცხიმები უნდა შედიოდეს დღიურ რაციონში.მოამზადონ ბუკლეტი.

Saturday, August 30, 2014

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.მჭირდება კარგად ვფლობდე თანამედროვე ტექნოლოგიებს,ვიცოდე მათი გამოყენება და ვასწავლო 21 საუკუნის მოსწავლეებს და ყოველ გაკვეთილზე ვიფიქრო,როგორ ვასწავლო,რა მეთოდებით,რომ თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში,ცხოვრებაში.

Friday, August 29, 2014

მეორე დღის რეფლექსია

პუბლიკაცია დავგეგმეთ და ვიმუშავეთ,დავრეგისტრირდი ბლოგზე,მოვახდინეთ იდეების გენერირება.

ჩემი პროექტის იდეა

ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობითვის აუცილებელია ჯანსაღი კვება .ცოცხალი ორგანიზმი საკვების სახით იღებს ლიპიდების ჯგუფში შემავალ ცხიმებს. ამ ნივთიერებებმა ადამიანის ორგანიზმს შეიძლება საზიანოც იყოს თუ ის არასწორად მიიღო ადამიანმა და შეიძლება ზოგიერთი დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს.პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაეცნობიან ცხიმების ფუნქციებს და თვისებებს, გააკეთებენ ექსპერიმენტებს,მოახდენენ მოსწავლეების გამოკითხვას კვების რაციონის შესახებ და ამის საფუძველზე დაადგენენ ჯანსაღი კვების პირობებში რა რაოდენობის ცხიმები და ლიპიდების სხვა ჯგუფის ნივთიერებები უნდა მიიღოს ადამიანმა დღიური ნორმის სახით..გამოუსვებენ ბუკლეტს.